ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ ერთობლივი ინიციატივით, თხოვნით მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციას „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, რათა მათ ხარაგაულში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ეტლები გადმოეცათ.
ორმხრივი მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე 15 სექტემბერს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშილმა, გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა ბარბაქაძემ და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაია კვეზერელმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 17 პირს დამხმარე მოწყობილობები პირადად გადასცეს.
მაია კვეზერელის განცხადებით, თანამედროვე, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტული ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით გადაეცამათ მათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდათ ეტლი, ან ჰქონდათ, მაგრამ დაზიანებული იყო.
,,ის ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებდნენ დამხმარე მოწყობილობებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარებით შეირჩნენ. მსგავსი ტიპის აქტივობებს ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე წელია ახორციელებს, მათ შორის ჩვენ ხარაგაულშიც გვქონდა ასეთი საქველმოქმედო აქცია. თუკი, ხარაგაულში კვლავ დადგება ეტლების საჭიროება (თუმცა სასურველი ნამდვილად არაა), ჩვენ მზად ვართ ბენეფიციარები ისევ დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მაია კვეზერელს ქველმოქმედებისთვის და დასძინა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გვერდით დაუდგეს.
"ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სხვადასხვა სოციალური პროგრამა ხორციელდება. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სულ მალე გაიხსნება დღის ცენტრი, ბორის სკოლა, პანსიონის ბაზაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი საჭიროების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას შევუწყოთ ხელი.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.