თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახის დამცავ ფარებს ამზადებს
15-04-2020, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ამზადებს.

 

 

დამცავი ფარი მრავალჯერადი გამოყენებისაა და სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება. ლოჯისტიკის სარდლობის წარმომადგენლები ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ. დამცავი ფარების დამზადების პროცესს ქვედანაყოფის ხელმძღვანელები აკვირდებიან, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ პერსონალის მიერ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.

 

 

ლოჯისტიკის სარდლობამ ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბების დამზადება 17 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე 2500 ერთეული დამცავი ფარი დაამზადა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალური ნიღბებით ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით მომარაგდებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი