გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კორონავირუსის ახალი შემთხვევების კვლევა. მანვე აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
„როგორც იცით, გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით, გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა Covid-19-ით ინფიცირების, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა, ასევე მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რომელიც ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.