ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება, – აღნიშნულის შესახებ „პირველ არხს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაიკეტება ყველა სასაფლაო, 13 ქუთაისში და სამი ზესტაფონში.
„ქუთაისში დაგეგმილია ყველა, 13-ვე სასაფლაოს დაკეტვა, ასევე ქალაქ ზესტაფონში, სამი სასაფლაო. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დღეებში დავაზუსტებთ, რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, როდიდან დაწესდება ეს შეზღუდვები“, – განაცხადა შალამბერიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.