მოსამართლე მერაბ ტურავამ გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარი განაცხადა
16-09-2015, 07:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მერაბ ტურავას გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია. როგორც მოსამართლე აცხადებს, დღეს საავადმყოფოში გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა მას შესთავაზეს განაჩენზე ხელის მოწერა, რაზეც მან უარი თქვა. ტურავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ყველანაირი წესი დაარღვია.


„გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით დღეს მოვიდნენ ჩემთან მოსამართლეები, მათ შორის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და უნდოდათ, ხელი მომეწერა. მიზეზი, რის გამოც მე ამ გადაწყვეტილებას ხელს არ ვაწერ, არის არა ავადმყოფობა, არამედ ის, რომ მე არ მომეცა საშუალება საქმის სარეზოლუციო ნაწილს გავცნობოდი. მათ გარკვევით ავუხსენი, რომ არცერთი მოსამართლე არ აწერს ხელს გადაწყვეტილებას, სანამ მას კარგად არ წაიკითხავს“,-აღნიშნა მერაბ ტურავამ.


შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა ბათუმში კლინიკა “მედინას” ტერიტორია უკვე დატოვეს. პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები “მედინაში” მყოფ მოსამართლე მერაბ ტურავასთან ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ.


გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილება გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა.


მერაბ ტურავა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც გიგი უგულავას პატიმრობის 9-თვიან ვადას ეხებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო და ამის გამო, გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი