ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექცია დაუდასტურდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლის შვილს, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
„ორი ფაქტი მიემატა ბოლნისის მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, ერთი არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი ქალბატონი და სასწრაფოს ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრი, შვილი. ჯამურად მივიღეთ 20 დადასტურებული ფაქტი ბოლნისში. ბოლნისში სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები იყო“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, არსებული ვითარება განიხილეს და სოფელი სავანეთი დაიკეტება.
„მდგომარეობა განვიხილეთ და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი გადაიკეტება, სოფელში განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი. 38 სამედიცინო პერსონალი იყო დაკვირვების ქვეშ. ისინი მკაცრი კარანტინის სივრცეებში არიან გადანაწილებული. ექვსთან აღებულია საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.