ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით შესყიდული კვების პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს.
პროდუქტების პაკეტს (ერთი ტომარა პურის ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი) 1419 ოჯახი მიიღებს. პროდუქტების გაცემის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ. მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 000 ლარამდე დაიხარჯა.
ხობის მუნიციპალიტეტში, პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნესმენები და მოხალისეთა ჯგუფი სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს ახორციელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.