106 წლის დიდი ბებია ბირმინგემიდან დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელმაც კორონავირუსზე მკურნალობის შემდეგ საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
კონი ტიტჩენი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში თეძოზე ოპერაცია გაიკეთა, საავადმყოფოში მარტის შუა რიცხვებში ფილტვების ანთების საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს და მალე კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხუთი შვილიშვილის და რვა შვილთაშვილის ბებიას ვირუსზე სამი კვირა მკურნალობდნენ და სამედიცინო პერსონალის განცხადებით, იგი სრულად გამოჯანმრთელებული გაწერეს საავადმყოფოდან.
1913 წლის სექტემბერში დაბადებულმა ქალმა განაცხადა: „თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ იმით, რომ დავამარცხე ეს ვირუსი. მოუთმენლად ველოდები ჩემ ოჯახთან შეხვედრას“.
106 წლის კონი ტიტჩენის შვილთაშვილმა, 40 წლის ალექს ჯონსმა განაცხადა: „მას ნამდვილად აქტიური ცხოვრება ჰქონდა. მას უყვარდა ცეკვა, ველოსიპედით სიარული და გოლფის თამაში.
„იგი ყოველთვის თავად იმზადებდა საჭმელებს, თუმცა ადრეც და ახლაც მოსწონდა მაკდონალდსის საჭმელები. მე არ მითქვამს, რომ ისინი ახლა დაკეტილია.
„ვფიქრობ, რომ მისი ამ ასაკამდე მიღწევის საიდუმლო იმაშია, რომ იგი ფიზიკურად აქტიურია და ძალიან დამოუკიდებელია. გასული წლის დეკემბერში მას თეძოზე ოპერაცია გაუკეთეს და 30 დღის განმავლობაში კვლავ შეძლო ფეხზე დადგომა და სიარული.
„იგი ნამდვილად საოცარია და ვიცი, რომ მთელი ოჯახი მოუთმენლად ელოდება მის ნახვას. მას არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.