უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელიც ეკლესიაში სანთლებს ყიდდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გარდაცვლილი სოფელ ვისოკოპოლიეს მცხოვრები 71 წლის ქალია, რომელიც სანთლებს ამავე სოფლის ეკლესიაში ყიდდა. ეს ხარკოვის ოლქში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
„სოფელი იზოლაციაში მოექცა. რატომ? იმიტომ, რომ მოხუცი ქალი შაბათ-კვირას ტაძარში სანთლებს ჰყიდდა. შესაძლოა, ძალიან ბევრი ადამიანი იყოს, რომლებსაც გარდაცვლილთან ჰქონდა კონტაქტი, ახლა ხელისუფლება ამ პირების დადგენას ცდილობს, მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ“, - განაცხადა ხარკოვის გუბერნატორმა ალექსეი კუჩერმა.
უკრაინაში კორონავირუსით 108 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა კი 3 764-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.