ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო“
16-04-2020, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონიძიებები დავგეგმე, რომელიც ჩემ გუნდთან ერთად წამოვიწყე და მას წარმატებით მივყვები", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“. 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში დაგეგმილ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები სამხედრო ბაზებზე არ შეჩერდება და გეგმის მიხედვით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, მაისში სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყება, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 ობიექტს, ყველა ყაზარმასა და სამხედრო ბაზას. „ეს უნდა იყოს სამაგალითო მთელს რეგიონში. მაისისთვის ჩვენ დაახლოებით 5 ათას მუშას დავიქირავებთ 250 ობიექტის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ამისთვისაც ძალიან ზუსტი პროტოკოლი გვაქვს გაწერილი. მშენებლებს ექნებათ ცალკე კორიდორი და იზოლირებული შესასვლელი სამუშაო ტერიტორიაზე. ყველაფერი ცალკე ექნებათ მოწყობილი ისე, რომ არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ ჩვენ სამხედროებთან. არ ვგეგმავთ არაფრის შეჩერებას და წლის ბოლომდე, გამოყოფილი ბიუჯეტის 100 მილიონის ფარგლებში ჩვენ ამ პროექტების დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

მინისტრის თქმით, სულ რაღაც ერთ თვეში ქართველ სამხედროებს ექნებათ ყველაზე საუკეთესო, ამერიკული სტანდარტის ფორმები და იგივე ფეხსაცმელი, რაც დღეს გერმანიის არმიას აცვია.

 

 

„ჩვენ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე ვზრუნავთ, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ზოგადად, შეიარაღების მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, რომელსაც ძალიან მალე გავაცნობთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი