ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენი პატარა ქვეყანა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს“
16-04-2020, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვეშვათ და ასე ვთქვათ ჩვეული რეჟიმით გავაგრძელოთ ცხოვრება“-ამის შესახებ საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა.

 

 

„მთავრობამ ზომები ეტაპობრივად გაამკაცრა. ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული, მთავრობას დასჭირდეს საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაც კი, თუ დაინახა რეალური რისკები და საფრთხე ამ ეპიდემიის გავრცელების უფრო ფართო მასშტაბებში. ვფიქრობ , რომ ჩვენ ახლა უნდა დავირაზმოთ ყველანი ერთად მთავრობა, მთელი მოსახლეობა და კიდევ ერთხელ მობილიზებული ძალებით უნდა გავფრთხილდეთ და დავრჩეთ სახლში, როგორც არის მოწოდება და კამპანია. ჩვენ ვნახეთ სწორედ გაუფრთხილებელმა, ზერელე მიდგომამ და გულგრილმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის რაც მოხდა იტალიაში, შემდეგ მთელს ევროპაში. აქედან გამომდინარე მე ვარ მომხრე, როგორც რიგითი მოქალაქე და თავდაცვის მინისტრი, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს პირობები და ყველა ის ზომები , რომელიც მთავრობამ უკვე მიიღო”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და რეკომენდაციების სრული გაზიარებისკენ.

 

 

„სიტუაცია არის ძალიან რთული და რთული არის ზოგადად პროგნოზირება, ამას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ეპიდემიოლოგები ვერ ახდენენ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესებში არის, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოვიჩინოთ. უნდა გავიჭირვოთ, მაქსიმალური ძალები მოვიკრიბოთ და მივყვეთ იმ კანონს და რეკომენდაციას, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი. ჩვენ რა თქმა უნდა ვეყრდნობით ამავდროულად ისეთი კომპეტენტური ექიმების მოსაზრებას, თუ რეკომენდაციებს, როგორებიც არიან ბატონი გამყრელიძე, ბატონი ცერცვაძე, თუმცა რა თქმა უნდა მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მხოლოდ რეკომენდაციები, რჩევები დარჩება ისე როგორც არის, თუ ამას ფეხი არ აუწყო მოსახლეობამ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი