ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ გავწერეთ თეორიული რისკები და დეტალური პროტოკოლი“
16-04-2020, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თავდაცვის უწყების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა.

 

 

 

“ჩვენ გავწერეთ თეორიული რისკები და ავუკრძალეთ ჩვენს თანამშრომლებს სამსახურში გამოცხადება. მთელი პროტოკოლი გაიწერა დეტალური, ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. მაქსიმალურად გავამკაცრეთ თვითიზოლაციის პირობებში მყოფი თანამშრომლების მონიტორინგი და მას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. ასევე ბრძანებაში გაიწერა ისიც, რომ თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში, მათ არამხოლოდ სამსახურიდან დავითხოვთ, არამედ შესაძლოა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. იყო გარკვეული შემთხვევები და ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამხედრო პოლიციამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა როგორც უწყების თანამშრომლების, ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან.

 

 

„ასეთ ვითარებაში, როდესაც მთავრობა ასეთი სერიოზულობით, ამხელა ძალისხმევით რეაგირებს, არ შეიძლება, საპასუხო რეაგირება არ მომდინარეობდეს არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისგან, არამედ მოქალაქეების მხრიდანაც. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და სამოქალაქო თვითშეგნება“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი