სხვა მოცემულობაში ვართ, დაავადება გავრცელებულია მოსახლეობაში. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ აქვს, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „ქრონიკის“ ეთერში.
მისი თქმით, ეს კვირა და შემდეგი კვირა, სავარაუდოდ, შედარებით რთული იქნება.
„ეს კვირა და შემდეგი კვირა გვექნება ალბათ შედარებით უფრო რთული, იქნება მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ ეს მაინც ჩვენზე, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ მძიმე დღეებში, როგორ გავაგრძელებთ რეკომენდაციების დაცვას“, - აღნიშნა ენდელაძემ.
მან საზოგადოებას სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ლოცვა ყველგან შეიძლება.
„ყველა მორწმუნე მართლმადიდებლისათვის აღდგომის დღესასწაული უდიდესი დღეა. ყველა ვემზადებით ამისათვის, გვიხარია ეს დღე, მაგრამ რადგან ახლა სხვა მოცემულობაში ვართ, რაღაცნაირად უნდა გავითავისოთ. მე ვერავის ვეტყვი არ წავიდეს, მაგრამ რისკ-ჯგუფის პირებმა, ქრონიკული დაავადებებით, ასაკოვნებმა, სჯობს თავი შევიკავოთ. ლოცვა ყველგან შეიძლება, უფალი მოწყალეა და ჩვენ ამას გაგვიგებს. ვინც წავა და ვისთვისაც ეს აუცილებელი სულიერი წყაროა, აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია. ეს არის ძალიან ვერაგი ვირუსი და შეუძლებელია იმის თქმა, ვისი მდგომარეობა როგორ დამძიმდება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.