საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს და კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში სოლიდარობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დუდას საქართველოს მხარდაჭერისა და პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისათვის ასევე, "სოლიდარობის ფონდი PL"- ის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთს, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული ფინანსური მხარდაჭერისთვის.
აღინიშნა, რომ მსოფლიოს ხალხებთან ერთად, ქართველ და პოლონელ ხალხს ურთულესი გამოწვევები ელით, სწორედ ასეთ დროს თანადგომასა და სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პანდემიის დროს მნიშვნელოვანია, ასევე ვირუსთან ბრძოლის გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.