თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში.
„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს“, განაცხადა თეა წულუკიანმა და დაამატა:
„დღეს, გუშინ და გუშინწინ ქუჩაში იყო ბევრი მანქანა, მოძრაობს ბევრი ადამიანი; დღეს, დილით, თათბირზე რეგიონებიდანაც მივიღეთ ფოტო-ვიდეომასალები, სხვა ინფორმაცია და ჩავთვალეთ, რომ უკვე დადგა დრო, გვემსჯელა, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა მოქალაქეს გავაკეთებინოთ ის, რასაც მოწოდებების მიუხედავად თავად არ აკეთებს“.
ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა კომპეტენტურ ადამიანებს უსმენს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილებას ეპიდვითარების შესაბამისად იღებს.
„ესენი არიან, პირველ რიგში, ბატონი ამირან გამყრელიძე და სხვები, ექიმები და კლინიკების დირექტორები. ჩვენ ვუსმენთ მათ, რადგან მათზე მეტი არ ვიცით და ვერ გვეცოდინება. ასევე, მთავრობის შიგნით ყოველ დილით ვისმენთ ჯანდაცვის მინისტრისა და მისი გუნდის რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს. მესამე ფაქტორი, რასაც მთავრობა აკეთებს, არის ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით საზოგადოების ქცევას“, განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „პირველი არხი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.