საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დღეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის შემდეგ, ვიცე-პრემიერსა და ელჩს შორის გაიმართა საუბარი. გიორგი კვირიკაშვილმა ლუკას ბეგლინგერს მიულოცა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ელჩს შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რუსეთის ფედერაციასთან გაწეული შუამავლობისთვის, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში გამოჩენილი ძალისხმევისა და განვითარების სფეროში წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მთელ რიგ სფეროებში (ეკონომიკა, რეგიონთაშორისი კონტაქტები, კულტურა, განათლება და ა.შ.) თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სერიოზული პოტენციალის არსებობას.
თავის მხრივ, ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიის კონფედერაციის მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ახალ დონეზე აყვანას.
„საქართველოსა და შვეიცარიას გააჩნიათ სამაგალითო ურთიერთობები და იმედი მაქვს მივიღებ მონაწილეობას ამ ურთიერთობების გაღრმავებაში. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ არის შვეიცარია ჩართული ევროკავშირთან ერთად საქართველოსა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათი გაუმჯობესების შესაძლებლობებს. არსებობს ბევრი საკითხი, რაზეც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და მე ვიმედოვნებ რომ წვლილს შევიტან ამ პროცესში“ - განაცხადა ლუკას ბერგლინგერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.