საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საბერძნეთის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს
16-09-2015, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. იოსებ ნანობაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი წვლილისათვის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ბერძენ და ქართველ ხალხს შორის ისტორიული ძმური კავშირების შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობას. იოსებ ნანობაშვილმა აგრეთვე ისაუბრა ბერძნული მხარის მიერ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესის დროულად დასრულების საკითხზე. მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, ქართულ და ბერძნულ ბიზნესს შორის კავშირების გააქტიურების აუცილებლობას.


საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს საგარეო დღის წესრიგისადმი საბერძნეთის მხარდაჭერა და ისტორიულად, საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთის ხალხებს შორის ჩამოყალიბებულ ძმურ ურთიერთობებს. პროკოპის პავლოპულოსმა ასევე ისაუბრა ევროპის წინაშე ამჟამად მდგარ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა მიგრაციის პრობლემა და საბერძნეთის კრიზისი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი