არავინ იცის, ორმეტრიანი დისტანციაც დაგვიცავს თუ არა ამ ვირუსისგან, - განაცხადა რეანიმატოლოგმა ბექა ბახტაძემ ეკლესიაში დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით.
„მთავარი მესიჯი - აქ არ არის საუბარი ინსტიტუციაზე, რელიგიურ ხედვაზე, ურწმუნოსა და მორწმუნეზე, აქ საუბარია უშუალოდ შენობაზე, სადაც იკრიბება ხალხი და არ არის საკმარისი ვენტილაცია.
ვერავინ დამაჯერებს, რომ 2000 კაცი დისტანცირებას მოახდენს, თუნდაც 12-15 საათის განმავლობაში და ერთმანეთს არ შეეხებიან. ჩემი, როგორც ექიმის და მეცნიერის პოზიცია არის მყარი და მოვუწოდებ ნებისმიერ სხვა ექიმს, განაცხადოს, იქნება ეს ეკლესია, ბაზარი, მუზეუმი, ბაღი და ასე შემდეგ, აუცილებელია, დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.