​გამკაცრებული შეზღუდვების შემდეგ, საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ფუნქციური დატვირთვა შეეცვალათ
17-04-2020, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებმა შსს-ს ძალებთან ერთად, გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა. 

 


საავტომობილო გზებზე, მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდება, შესაბამისად სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ სატვირთო და სასურსათო ავტომანქანებს, მათ მძღოლებს კი თერმოსკრინინგი უტარდებათ. 

 


სამართალდამცავებთან კოორდინაციით, სხვადასხვა რეგიონში, დამატებითი გამშვები პუნქტები შეიქმნა. ახალი საგუშაგო შეიქმნა ბათუმის შესასვლელშიც.

 


სამხედროები და სამართალდამცავები, მხოლოდ ლოჯისტიკური, სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების ავტომანქანებს აძლევენ ბათუმში შესვლისა და გასვლის უფლებას. მუდმივ რეჟიმში ხდება საგუშაგოებზე გასული მანქანების აღრიცხვა.

 


გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ბათუმში ამჟამად გადაადგილების შეზღუდვის 7 პუნქტი ფუნქციონირებს. ქალაქში შესასვლელ და გამოსასვლელ 4 ძირითად საგუშაგოზე II ქვეითი ბრიგადაა მობილიზებული, ხოლო ქალაქის შიდა საკვანძო გზების კონტროლზე პასუხისმგებლობა, დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ მართვაში გადასულმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა აიღო, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას 3 პუნქტზე ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი