„განათლებულ და პრადვინუტ მეგობრებს მინდა გითხრათ, რომ ეკლესია არ არის მიშას დროს შექმნილი ინსტიტუცია. ის დაახლოებით 1700-1800 წელს ითვლის საქართველოში, ასე რომ ეკლესიას ვერ დახურავს ვერც ერთი მთავრობა. რაც შეეხება პატრიარქს, ის არასოდეს იტყვის და არ მოუწოდებს ხალხს, რომ არ მივიდნენ ეკლესიაში იმიტომ, რომ პტრიარქი ვეღარ იქნება ნამდვილი პატრიარქი; საპატრიარქო არასოდეს, რაც არ უნდა მოხდეს, არ დახურავს ეკლესიის კარებს იმიტომ, რომ ამ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ უამრავი განსაცდელი გადაიტანა - ომები, ეპიდემიები, ქვეყნის ყოფნა-არყოფნა ბევრჯერ დადებულა სასწორზე, მაგრამ ეკლესიის კარი არასოდეს დახურულა.
ასე რომ ლიბერალ და პრადვინუტ ქართველებს გირჩევთ დაანებოთ მოწოდებებს თავი ეკლესიების დაკეტვის შესახებ იმიტომ, რომ დანარჩენ ქართველებში, რომელიც 90%-ს შეადგენს, იწვევთ ზიზღს და გაღიზიანებას. მეორე მხარეს დგანან ექიმები, რომლებიც გვეხვეწებიან, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ კონტაქტებს, რათა არ დავდგეთ კატასტროფის წინაშე.
ზემოთ ჩემს მიერ ხსენებული მიზეზების გამო, პატრიარქი და საპატრიარქო არასოდეს მოგვიწოდებს, რომ არ მივიდეთ ეკლესიაში და ეს ესეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ თითოეულს ხომ გაგვაჩნია ანალიზის და აზროვნების უნარი, რატომ ვაყენებთ საპატრიარქოს, საკუთარ თავს და ქვეყანას განსაცდელის წინაშე, რატომ ვცდით ბედს? საერთოდ აქ საკითხი ხომ არ დგას სარწმუნოების და ქრისტეს უარყოფაზე? მე არ მინდა კიდევ ერთი ჭკუის დამრიგებლად მოგევლინოთ მეგობრებო, მაგრამ გთხოვთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავებს და ერთმანეთს, რათა ხვალ უფრო ძლიერები ვიყოთ, ქვეყანას სჭირდება ასე ❤️ მიყვარხართ და მეამაყებით ქართველებო", წერს სოციალურ ქსელში ლეგენდარული ქართველი მორაგბე, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლევან ცაბაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.