ამერიკული ტელეკომპანია CNN- ის ცნობით, აშშ-ს ეროვნული ვალუტა ბოლო 12 თვის განმავლობაში შთამბეჭდავი გამყარების გზას ადგას. მსოფლიოს წამყვანი ვალუტები, ევრო, იაპონური იენი და რუსული რუბლი საგრძნობლად არიან დაცემული დოლართან მიმართებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ამ ფონზე ჩინეთის ეროვნული ვალუტის, იუანის ბოლო დროინდელი გაუფასურება დოლართან მიმართებით ძალზე პატარა ფაქტად აღიქმება, წერს CNN - ი, რომელიც აგვისტოს თვის მონაცემებით დიაგრამას აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეროვნული ვალუტების დოლართან გაუფასურების პროცენტია ნაჩვენები.
როგორც დიაგრამაზე ჩანს, კანადური დოლარი და ევრო 17-17 % -ითაა დოლართან მიმართებაში გაუფასურებული, იაპონური იენი 18%-ით, შვედური კრონა და მექსიკური პესო 20-20%-ით, ავსტრალიური დოლარი 21, ხოლო ახალი ზელანდიის დოლარი 22 პროცენტით, თურქული ლირა 24 %-ით, ბრაზილიური რიალი 35 %-ით, კოლუმბიური პესო 37 %-ით, რუსული რუბლი კი 45 %-ით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.