საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 21 აპრილამდე მხოლოდ იმიტომ აიკრძალა, რომ ჯერჯერობით, საგანგებო მდგომარეობა სწორედ ამ დრომდე მოქმედებს. სოზარ სუბარმა „TV იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების შემდეგ, ავტომობილების შეზღუდვაც შეიძლება გაგრძელდეს.
„გადაადგილების აკრძალვა არის პირდაპირ დამოკიდებული არა სხვა რაიმე გადაწყვეტილებაზე, არამედ, საგანგებო მდგომარეობის ვადასთან. შესაბამისად, 21-დან, როდესაც პარლამენტის თანხმობით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, პარალელურად, გაგრძელდება თუ არა ავტომობილების შეზღუდვა, ამაზე გადაწყვეტილებაც, იქვე იქნება მიღებული. სავარაუდოდ, ალბათ უნდა გაგრძელდეს.
ნებისმიერი შეზღუდვა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა ვითარება იყო ქვეყანაში. რომ არ შექმნილიყო საცობები და ადამიანები დიდი რაოდენობით არ გამოფენილიყვნენ გარეთ, 100%-იანი მტკიცებით შემიძლია გითხრათ, რომ არ გახდებოდა საჭირო ავტომანქანებით მოძრაობის აკრძალვა... გამკაცრდება თუ არა კიდევ [შეზღუდვები], ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვითარებაზე. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, მოლოდინები იყო, რომ ეს გაცილებით ჩქარა დამთავრდებოდა, თუმცა, ეს იმედი არ გამართლდა“, თქვა სუბარმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „ტაბულა“ ავრცელებს.
პრემიერ მინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით უკვე მიმართა, რაზეც პარლამენტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.