პირობით მსჯავრდებულებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების ვადა გახანგრძლივდა
18-04-2020, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირობით მსჯავრდებულებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა.  



ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლებულნი არიან პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან.


ამავე ბრძანებით, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ  კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესიც ამოქმედდა.



კერძოდ,  წინასწარი შეტყობინების შემდეგ, პრობაციის ოფიცრები გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პერიოდულად განახორციელებენ პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლს საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი სატელეფონო შეტყობინებისა და საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის შესახებ შედგება შესაბამისი ოქმები. პრობაციონერის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის დროს, პრობაციის ოფიცერი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული რეკომენდაციები. ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ, წინასწარი შეტყობინების შემდეგ, პრობაციის ოფიცერს პრობაციონერი მოთხოვნილ დროს საცხოვრებელ მისამართზე არ დახვდება, მაშინ იგი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.



რაც შეეხებათ იმ პრობაციონერებს, რომლებიც  საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებას, ისინიც თავისუფლდებიან ნებართვის აღების დადგენილი ვალდებულებისაგან.


როგორც ცნობილია, იუსტიციის მინისტრის მითითებით, პრობაციონერებმა სავალდებულო გამოცხადებისგან გათავისუფლების ერთთვიანი ვადით ჯერ კიდევ 12 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით უკვე ისარგებლეს. ახალი ბრძანების მიხედვით კი გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“  ბიუროში გამოუცხადებლობა პრობაციონერებს ჩაეთვლებათ საპატიოდ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი