საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იან კელი, მეუღლესთან, ფრანჩესკასთან ერთად, დღეს თბილისში ჩამოვიდა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, 30 წელია, დიპლომატია და სამუშაო, რომელსაც ყოველთვის ნატრობდა, იყო საქართველოში მუშაობა.
"მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მოხვედით აეროპორტში ჩვენს დასახვედრად. მე და ჩემი მეუღლე ფრანჩესკა ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ჩამოვედით თბილისში და ვიმსახურებთ აქ. 39 წლის წინ ვიყავი საქართველოში პირველად, ვერ ვსაუბრობ ქართულად, მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცი – "გამარჯობა". მე და ფრანჩესკას ყოველთვის გვინდოდა ჩამოვსულიყავით თბილისში. უკვე 30 წელია ვარ დიპლომატი და ერთადერთი სამუშაო, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი, იყო საქართველოში მუშაობა", - განაცხადა იან კელიმ, რომელმაც ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდი შეცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.