პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 99 პაციენტია, აქედან ინფიცირების 88 დადასტურებული შემთხვევაა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება კლინიკიდან.
„რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, ამ ეტაპზე გვყავს ცხრა პაციენტი, აქედან ექვსი მართვით სუნთქვაზეა, სამი ნაზალურ სიმპაპზე. სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჰემოდინამიკის რღვევით არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობენ, ჩატარებული კვლევების შედეგად, დაახლოებით 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ანალიზის ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ სავარაუდოდ ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.