აშშ-ის სამთავრობო ლაბორატორიის კვლევა აჩვენებს, რომ მზის სხივები კორონავირუსს სწრაფად ანადგურებს, მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ პანდემია შესაძლოა ზაფხულშიც გაგრძელდეს
18-04-2020, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის ლაბორატორიული ექსპერიმენტების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ კორონავირუსი ხანგრძლივად ვერ ძლებს მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობისას და სწრაფად ნადგურდება მზის სხივებისაგან, იტყობინება Yahoo News-ი.

 

 

წინასწარი შედეგები, რომელიც მხოლოდ ოფიციალური გამოყენებისთვისაა დაშვებული და რომელიც Yahoo News -მა მოიპოვა, იძლევა იმის იმედს, რომ ზაფხულის პერიოდმა ვირუსს შესაძლოა ნაკლებად სტუმართმოყვარე პირობები შესთავაზოს, მაგრამ ექსპერტები ფრთხილობენ, რომ ის არც ერთ შემთხვევაში არ აღმოფხვრის ან უფრო მეტიც, უცილობლად შეამცირებს „კოვიდ-19“-ის ახალ შემთხვევებს, დაავადებას, რომელიც კორონავირუსისაგან არის გამოწვეული. მიუხედავად ამისა, კვლევის შედეგები ნამდვილად ამდიდრებს ახალ კორონავირუსზე ცოდნას.

 

 

კვლევამ დაადგინა, რომ „შენობის გარეთ, ღია სივრცეში ზედაპირებიდან გადაცემის რისკი უფრო ნაკლებია დღისით“ და უფრო მაღალ ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობის პირობებში. „მზის შუქი ვირუსს სწრაფად ანადგურებს“, აღნიშნულია მოხსენებაში.

 

 

მაშინ როცა ეს კვლევა წარმოადგენს გარკვეულ კარგ ახალ ამბავს ღია სივრცეში აქტივობების პერსპექტივაზე, აშშ-ის ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტის  მოხსენება შედეგებზე გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ დახურულ ადგილებში, ისეთში მაგალითად როგორიცაა თვითმფრინავის კაბინა, „შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი მზრუნველობა რათა გადაცემის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“.  

 

 

აშშ-ის ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტმა Yahoo News-სთვის გაგზავნილ განცხადებაში უარი თქვა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე და მიზანშეუწონლად მიიჩნია რაიმე დასკვნების გაკეთება „თითქოსდა გამჟღავნებულ დოკუმენტებზე“, რაც გამოუქვეყნებელ მონაცემებს ეფუძნება.

 

 

„უპასუხისმგებლო იქნებოდა გამოგვეთქვა ვარაუდები, გაგვეკეთებინა დასკვნები ან დაუდევრად გვეცადა საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა დოკუმენტით, რომელსაც ჯერ არ გაუვლია განხილვები და არ წარმოადგენს ზუსტ მეცნიერულ მტკიცებულებას“, აღნიშნულია ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

მაშინ როცა ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტი შედეგებს აღწერს, როგორც წინასწარს, მათ შესაძლოა ის სპეციფიკურ რეკომენდაციად გამოაცხადონ. „გარეთ, დღის გარემო გადაცემის უფრო დაბალ რისკს წარმოადგენს“, ამტკიცებს მოხსენება.

 

 

მოდელირებულმა მზის შუქმა „სწრაფად მოკლა ვირუსი აეროზოლებში“, ნათქვამია მოხსენებაში, მაშინ როცა ამგვარი ქმედების გარეშე „ვირუსის მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოვლენილა 60 წუთში“.

 

 

მაშინ როცა ლაბორატორიაში განხორციელებული კვლევის შედეგები ახალია, მეცნიერები, დაავადების გავრცელების ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით რამდენიმე კვირაა უკვე პროგნოზირებენ, რომ უფრო ცხელი და უფრო ნოტიო კლიმატი ნაკლებად სტუმართმოყვარე იქნება კორონავირუსის გავრცელებისთვის. მეცნიერების უფრო ადრინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ ვირუსი უფრო ნელა ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც უფრო თბილი კლიმატია.

 

 

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ უფრო მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი უცებ გაუჩინარდება და ყველაფერი მშვენივრად იქნება და გარეთ გამოვალთ“, უთხრა Yahoo News-ს ყასიმ ბუხარიმ, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გამოყენებითი მეცნიერების წარმომადგენელმა და ანალიზის თანაავტორმა. „არა, ჩვენ არ ვამბობთ ამას. ჩვენ მხოლოდ ვხედავთ, რომ არსებობს ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობასთან დაკავშირებული დამოკიდებულება, მაგრამ ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა დაიწყო ახლა ამის გაცნობიერება“.

 

 

ბუხარიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მან და მისმა კოლეგებმა ეს ანალიზი გამოაქვეყნეს, კორონავირუსის გავრცელების რაოდენობრივი მაჩვენებელი მათ მტკიცებას ამყარებს. „ახლა ინდოეთში ბევრ ტესტს აკეთებენ. თუმცა, როცა უყურებ ციფრებს პაკისტანში, ის იგივეა. ამ დროის მონაცემებით, პაკისტანში 5,000-ზე მეტი შემთხვევაა, მაგრამ ზრდა არ არის ისეთი სწრაფი, როგორც სხვა ქვეყნებში“, აღნიშნა მან.

 

 

კორონავირუსზე მზის სხივების და სიცხის ეფექტის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, რადგან იყო ტენდენცია კარგ ამინდსა და დაავადების გავრცელებას შორის ურთიერთობის მცდარ გაგებაზე. ადრეულ ეტაპზე, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამხნევებდა ადამიანებს სახლებიდან გასვლაზე, მათ შორის სანაპიროებზე წასვლაზეც, ამტკიცებდნენ რა, რომ მზის სხივები მოკლავდნენ ვირუსს. პრობლემა, მიუხედავად ამისა, არის ის, რომ ფართოდ გავრცელებული იმუნიტეტის გარეშე, ადამიანებმა ჯერ კიდევ შეიძლება რომ გადასდონ სხვებს კორონავირუსი ცხელ ამინდშიც კი.

 

 

როგორც ბუხარი ამბობს, ახლა ნამდვილი შეკითხვა იმაში მდგომარეობს რა რაოდენობის ადამიანი იქნება ინფიცირებული, რომ ზაფხულის ტემპერატურამ დაიცვას უწყვეტი გადაცემა.

 

 

„ამგვარად, მოდით ვთქვათ, რომ მოსახლეობის 50 პროცენტი უკვე ინფიცირებულია და შემდეგ ეს მაღალი ტემპერატურა და ჰაერის  მაღალი ტენიანობა დადგა, მაშინ რა განსხვავება იქნება ამ მაღალი ტემპერატურითა და ჰაერის ტენიანობის დონით? ალბათ არაფერი“, აცხადებს მეცნიერი.

 

 

ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, ექიმმა ანტონი ფაუჩიმ, რომელიც თეთრი სახლის შტაბის მთავარი სახე გახდა, ფრთხილი განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ზაფხულის თვეები კორონავირუსისთვის. მან ახლახან თქვა: „თითქმის უეჭველია, რომ ის ცოტათი დაბლა ჩამოვა“. მაგრამ, ამის მიუხედავად, ის უფრო შორს არ წასულა  და არ უთქვამს, რომ კარგ ამინდს, ცალკე აღებულს გავლენა ექნება კორონავირუსზე.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი