საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხდა, რომამ გადაწყვეტილების მიხედვით გიგი უგულავა პატიმრობიდან უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ, რამდენიმე წუთის წინათ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გამოაცხადა. გადაწყვეტლებას ხელს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი აწერს, მერაბ ტურავას გამოკლებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.