„დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.
„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის „მფლობელებს“! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად“, წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.