თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, სამართალდამცველებმა პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ექვსი პირი დააკავეს.
ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები შენიშნა და მათ პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვისა და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა, რასაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან სიტუაციის გამწვავება მოჰყვა.
ისინი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ვითარების დაძაბვას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.
შედეგად, ორი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილს ჯგუფის მიერ ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, დაკავებულია კიდევ ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას და იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ვარკეთილში მომხდარი დაპირისპირების ვიდეო Facebook-ში გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.