საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიდეოკონფერენცია გამართა პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან.
შეხვედრაზე ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და არჩევნებთან დაკავშირებული მთავარი საკითხები განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს COVID19-თან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზეც ესაუბრა.
პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე, ასევე, განიხილავს იმ კანონპროექტებს და ხელშეკრულებებს, რომელიც პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების გამო აუცილებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.