საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა დონ დერ ლაიენს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურყევი და შეუქცევადი მეგობრობა დადასტურებულია არა მხოლოდ სიტყვებით და დეკლარაციებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით.
„საქართველოს პრემიერ მინისტრს ქონდა უაღრესად საინტერესო და შინაარსიანი საუბარი. აპირლის თვეში იყო დაგეგმილი მისი ვიზიტი ბრიუსელში, მაგრამ პანდემიის გამო ყველა ვიზიტი გადადებულია. მნიშვნელოვანია, რომ შედგა პირდაპირი ვიდეოკონფერენცია პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი. ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა ახსენა, რომ საქართველოს ეცროკავშირის სახით ჰყავს ყველაზე ახლო მეგობარი. ჩვენი მეგობრობა არის ურყევი, შეუქცევადი და ეს არის დადასტურებული არა მხოლოდ სიტყვებით და დეკლარაციებით, არამედ ქმედებით. საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ მინისტრის ჩართულობით , ყველა სამინისტროს და სტრუქტურის აქტიური მონაწილეობით, ფინანსთა სამინისრტოს, ეროვნული ბანკის, აქტიური მონაწილეობით შესაძლებელი გახდა, რომ საქრთველომ მოიპოვა უპრეცედენტო მხარდაჭერა ფინანსური რესურსის თვალსაზრისით და აქ ევროკავშირის წილი არის უაღერსად მნიშვნელივანი"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის უპრეცედენტო ფინანსური დახმარება, არის ევროპული სოლიდარობის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი.
"მე ვფიქრობ რომ ეს არის საქრათველოს და ევროკავშირის ევროპული სოლიდარობის გამოვლენის საუკეთესი მაგალითი, რომელიც არის ერთ- ერთი ყველაზე ეფექტრული საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ის ანტიდასავლური განწყობილებები, რომელსაც ფართოდ ავრცელებენ საზოგადოებაში, გავაქარწყლოთ."- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით ვიდეოკონფერენციისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ევროკომისიის ახალმა პრეზიდნემა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ოკუპირებულ ტერიტურიებზე შექმნილი სიტუაციის მიუღებლობა. "ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან და ის განცხადებები, რომლებიც იქნება ასევე მომავალში, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ისე როგორც მანამდე, ერთიანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მკაფიო და ძლერი იქნება“- განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.