დავით ნარმანია: „მარტში კომუნალური გადასახადების შეღავათებზე უარის საკმაოდ კარგი აქტივობა იყო“
21-04-2020, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტში კომუნალური გადასახადების შეღავათებზე უარის საკმაოდ კარგი აქტივობა იყო, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

 

 

„მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით უარი თქვან აპრილისა და მაისის შეღავათებზე. მათ უნდა შეავსონ მინიმალურად აუცილებელი სამი ველი. პროგრამა მათ დაუდასტურებს, რომ მათი განაცხადი, უარის თქმასთან დაკავშირებით, არის მიღებული. ყოველი მომდევნო თვის 11 რიცხვამდე მათ შეუძლიათ, თქვან უარი და შესაბამისად ამით დაზოგონ სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსი.

 

 

შეღავათებზე უარი 4 000-მდე აბონენტმა თქვა, თუმცა ჯამში სხვადასხვა სახის კომუნალურებზე უარის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ერთ აბონენტს ორ ან ზოგიერთ შემთხვევაში სამ კომუნალურ სერვისზე აქვს უარი გაცხადებული. აქედან გამომდინარე, აქტივობა საკმაოდ კარგი იყო“, – განაცხადა ნარმანიამ.

 

 

მისივე განცხადებით, მარტის თვესთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებზე უარის თქმის ვადა ამოიწურა. თუმცა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უარი თქვან აპრილისა და მაისის შეღავათებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი