ჩინეთში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ იმ პაციენტებში, რომლებსაც მწეველის ისტორია ჰქონდათ, 14-ჯერ მაღალი იყო ინტენსიური თერაპიის საჭიროებისა და სიკვდილის რისკი
21-04-2020, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, მწეველებსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლებში გართულებების რისკები უფრო მაღალია და ახლა ყველაზე კარგი დროა მოწევისთვის თავის დასანებებლად. ამის შესახებ გულმკერდის ქირურგთა საზოგადოება გვაფრთხილებს.

 


ჩინეთში ჩატარებული კვლევისას COVID-19-ის 78 ჰოსპიტალიზებული პაციენტი შეისწავლეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც მწეველის ისტორია ჰქონდათ, 14-ჯერ მაღალი იყო ინტენსიური თერაპიის საჭიროებისა და სიკვდილის რისკი.

 


გარდა ამისა, COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს მამაკაცებში მწეველების მაღალი მაჩვენებელი.

 


„გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ძირითადად ფილტვებს ესხმის თავს, ნებისმიერი რამ, რაც ფილტვებს აზიანებს, პაციენტს ასუსტებს და მათი ინფიცირების შემთხვევაში სახეზე გვაქვს გაცილებით მწვავე ეფექტები. კარგად არის ცნობილი მოწევის მძიმე შედეგები პნევმონიისა და გრიპის მქონე პაციენტებში. ჩვენი დასკვნით, მოწევა მნიშვნელოვან რისკს ფლობს COVID-19-ის შემთხვევაშიც“, — ამბობს გულმკერდის ქირურგი, დოქტორი მეთიუ სტელიგა.

 


მისი თქმით, მოწევა ასქელებს ადამიანის სასუნთქ გზებში განფენილ ლორწოს, რაც ართულებს ჩასუნთქული სოკოების, ბაქტერიებისა და ვირუსების მოსპობას.

 


როგორც სტელიგა განმარტავს, ამის გამო, ფილტვებში იჭედება უფრო მეტი ნაწილაკი და ინფექციური აგენტი, რომელთა მოსუფთავებაც უფრო რთული ხდება.

 


„მწეველებს რესპირატორული ინფექციებით ინფიცირების გაცილებით დიდი შანსი აქვთ და თუ ასე მოხდა, მათი გამოჯანმრთელება უფრო რთულია. იშვიათად მოწევა და პასიური მწეველობაც კი დაკავშირებულია მწვავე რესპირატორული აშლილობის სინდრომის რისკების ზრდასთან“, — ამბობს სტელიგა.

 


ქირურგი იქვე დასძენს, რომ ჩვეულებრივ სიგარეტზე არანაკლებ მავნებელია ელექტროსიგარეტიც.

 


ელექტროსიგარეტს შეუძლია ჩაახშოს იმუნური ფუნქცია და ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, მისი მოხმარება ხელს უშლის ლორწოს მოსუფთავებას და ასუსტებს ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის უნარს.

 


„COVID-19-სა და ელექტროსიგარეტის მოხმარებას შორის არსებული კავშირების შესახებ ბევრი მონაცემი არ გაგვაჩნია, მაგრამ დადასტურებულია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა, გვქონდეს რაც შეიძლება სუფთა და ჯანმრთელი ფილტვები“, — წერია გულმკერდის ქირურგთა საზოგადოების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

 

მომზადებულია healthday.com-ის მიხედვით.

 

წყარო: 1tv.ge

კომენტარები: 1
#1   jhon bill set
      
Buy breathable fitness tank tops for women online in Pakistan and enjoy all-day comfort during your toughest workouts or yoga routines Fitness Apparel
1 ივნისი 2025 02:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი