რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული წინადადებები განიხილოს.
აღნიშნული განცხადება ლავროვმა ვიდეოპრესკონფერენციაზე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ლორთქიფანიძე მოდერატორმა სწორედ, როგორც პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი წარადგინა.
„პუტინმა და სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდის დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეიქმნებოდა რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც იმ რეგიონში ან მათ სიახლოვეს უნდა გახსნილიყო, სადაც რუსული სამხედრო ბაზები იყო დისლოცირებული. იქ უნდა ემუშავა 30 რუს და 200 ქართველ სპეციალისტს. ეს იქნებოდა ერთგვარი სიმბოლო, რომ საქართველოსა და რუსეთის ერთიანი მტერი არის ტერორიზმი და მაშინ პანკისის ხეობაში იყო არასტაბილური ვითარება. ამიტომ ეს ცენტრი იმუშავებდა ამ საკითხებზე, მაგრამ შემდეგ ქართულმა მხარემ შეთანხმების ამ პუნქტის რეალიზებაზე უარი თქვა. ვფიქრობ, თუ მაშინ გამოიჩენდნენ უფრო მეტ პატივისცემას ამ შეთანხმების მიმართ, ამას შეეძლო მოვლენების განვითარების სცენარი შეეცვალა. ეს იქნებოდა ჟესტი, რომელიც ფაქიზ სფეროში ნდობისა და თანამშრომლობის კარგი საფუძველი გახდებოდა. ამიტომ, რუსეთი მზად იქნება, ქართველი მეზობლების კონსტრუქციულ ნაბიჯებს გამოეხმაუროს და რუსეთი ამით დაინტერესებულია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მას ასევე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზეც.
ლავროვის თქმით, ამ კავშირების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა.
„დღეს შვეიცარიის საელჩოში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია და მოსკოვში ქართული ინტერესების სექცია, ელჩები არ გვყავს. მუშაობენ სექციის ხელმძღვანელები. ეს იძლევა კავშირების შენარჩუნების საშუალებას. თუმცა, ეს რომ სრულყოფილი საელჩო ყოფილიყო, მაშინ ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული საკითხების გადაწყვეტა უფრო ოპერატიულად და ეფექტურად იქნებოდა შესაძლებელი“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, თუ საქართველო რუსეთს სავაჭრო წარმომადგენლობის გაზრდას შესთავაზებს, მოსკოვი ამ საკითხის განხილვისთვის მზად არის.
სერგეი ლავროვმა ასევე თქვა, რომ იმედი აქვს, რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს უახლოეს პერიოდში მოაგვარებენ.
„რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველო იღებს გაზპრომისგან გაზს, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტებია. სამწუხაროდ, ჯერ არ არის ავიამიმოსვლა. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ეს პრობლემა მოგვარდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსოფობიური კამპანია არ იყოს“, – განცხადა ლავროვმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.
ლავროვი ამბობს, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება აგრესიულია“. მისივე თქმით, ეს არ უწყობს ხელს „საზოგადოებაში სწორი განწყობის ჩამოყალიბებას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.