დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას ვერ ახერხებენ.
დაცვის მხარეს ე.წ. მატროსოვის ციხესთან მიტანილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, დაწესებულების წარმომადგენლები მათ ეუბნებიან, რომ კანცელარია დაკეტილია და თავად საბუთების მიღების უფლება არ აქვთ.
როგორც გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელეხაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ გიგი უგლავა უკანონო პატიმარია. მისივე თქმით, როდესაც საქმე უკანონო პატიმრობას ეხება, სამუშაო საათები არაფერ შუაშია. გიორგი გელეხაური დოკუმენტების ჩაბარებას სასჯელაღსრულების სამინისტროში შეეცდება.
ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხესთან ხალხმრავლობაა. ტერიტორიაზე გიგი უგულავას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებიან. ხალხმრავლობიდან გამომდინარე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია და საცობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.