ადგილობრივი ხორბლის წარმოება 400 000 ტონამდე შეგვიძლია გავზარდოთ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ქერის, სიმინდის, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის წარმოების გაზრდაც. ამიტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით დონორ ორგანიზაციებთან დამოუკიდებლადაც მუშაობს,- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გელა ხანიშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
გადაცემაში ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება, აგრობიზნესის განვითარების მნიშვნელობა და გამოწვევები განიხილეს, რაც მიმდინარე პანდემიის ფონზე კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საქართველო იმ ცხრა პირველადი მოხმარების სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტიდან, რომლის ფასის სუბსიდირებასაც მთავრობა პანდემიის გამო ორი თვის განმავლობაში მოახდენს, საქართველო მხოლოდ ხორბალს აწარმოებს, ისიც ქვეყნის მოხმარების მხოლოდ 10-15 პროცენტს შეადგენს. არადა ადგილობრივი ხორბლის წარმოების 400 ათას ტონამდე გაზრდის საშუალება არსებობს, თუკი ერთ ჰექტარზე ხორბლის მოსავალი ამჟამად არსებული 2.3-2.7 ტონიდან 5-7 ტონამდე გაიზრდება.
ხანიშვილის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხორბლის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით უკვე გამზადებული აქვს პროექტი, ცნობილ უცხოურ კომპანიებთანაც მუშაობს და ეს თემა მალე დაიძვრება. თუმცა სამინისტრო ხორბლის გარდა კიდევ ბევრი მიმართულებით ავითარებს სასურსათო წარმოების პროექტებს, არ აპირებს არც ერთი პროექტის შეჩერებას და პირიქით, ახალი პროექტები ემატება. ამიტომ საბიუჯეტო თანხები ყველაფერს ერთდროულად ვერ სწვდება და მთავრობის მიერ დონორებისგან მოზიდული ფინანსური დახმარება დიდი ალბათობით გარკვეულ სტიმულს სოფლის მეურნეობის პროექტებსაც მისცემს.
„ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ დაახლოებით 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოებას. უნდა გავზარდოთ ქერის წარმოება – ხორბლის ნათესი ფართობების ზემოთ არის დახლოებით 30 ათასი ჰექტარი ნათესი ფართობი. ამას გარდა, დაახლოებით 75 ათასი ჰექტარი არის სიმინდი. ეს არის უმთავრესი: არა მარტო სასურსათო უსაფრთხოების საკითხი და სურსათით მომარაგება, არამედ მეცხოველეობის თემა, საკვები ბაზა, ეს არის მეფრინველეობა, ეს არის იაფი ხორცი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სჭირდება და სწორედ იმ ახალგაზრდული ენერგიის სოფლად დაბრუნება, რომელმაც ეს ბიზნესი შეიძლება განავითაროს. ამის შესაძლებლობა ქვეყანას აქვს და პროექტები მზადდება. ვმუშაობთ დონორებთან, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკთან მელიორაციის განვითარების მიმართულებით, რომელიც არამარტო ხორბლის, არამედ სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის უმთავრესია. კიდევ 200 მილიონ დოლარზე მიდის საუბარი. ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, ყველასთან ვმუშაობთ როგორც ერთიანად მთავრობა, ისე ჩვენ, ცალ-ცალკე სამინისტროები დარგობრივად. ჩვენ არ შეგვხებია უმუშევრობის პერიოდი, რომ ვინმე სახლშია წასული და არ მუშაობს. მინდა ცალსახად მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტს“, – განუცხადა გელა ხანიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“, როგორც ამას „პირველი არხი“ იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.