ლევან გოფოძე: „ქვეყანაში კორონავირუსის მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც თენგიზ ცერცვაძეა“
21-04-2020, 16:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანაში კორონავირუსის მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც თენგიზ ცერცვაძეა, - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებულ კრიტიკას. 

 

 

როგოც ის აღნიშნავს, საზოგადოების კრიტიკას არ ეთანხმება.

 

 

„სიმართლე რომ გითხრათ, საზოგადოების კრიტიკას არ ვეთანხმები, რადგან, მოგეხსენებათ, კოვიდ-19-ის მართვა ხდება კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელიც დეტალურად გადის ყველა პროტოკოლს, მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის პროტოკოლებს და ამის მიხედვით ხდება მისი დადგენა. ასე რომ, ეს სუფთა სამედიცინო საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ამ დაავადების მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც ბატონი თენგიზ ცერცვაძეა“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

 

მანვე აღნიშნა, რომ უსიმპტომო პაციენტებს პლაქვენილით არ მკურნალობენ, არამედ აკვირდებიან.

 

 

„უსიმპტომო პაციენტებს პლაქვენილით არ ვმკურნალობთ. უსიმპტომო პაციენტებს ძირითადად აკვირდებიან და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უტარებენ. უსიმპტომო პაციენტებში პლაქვენილის ასე ფართოდ გამოყენება არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს, მაგ მოსაზრებას ვეთანხმები“ , – აღნიშნა ლევან გოფოძემ.

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა,  რომ 17 აპრილს ექიმმა ზურაბ გურულმა, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი