კახა კახიშვილი: კანონს მინისტრი ვერ დაარღვევს ვერც აქეთა მხარეს და ვერც იქითა მხარეს
16-09-2015, 22:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მინისტრის კომენტარი სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

კახიშვილი აცხადებს, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატები სამინისტროში მასთან შესახვედრად იმ დროს მივიდნენ, როცა იგი უწყებაში უკვე არ იმყოფებოდა.

 

 

"ისინი მოვიდნენ იმ დროს, როცა მე არ გახლდით სამინისტროში და არც ვიყავი ვალდებული ვყოფილიყავი სამინისტროში, რადგან იყო ღამის საათები. მაგრამ როგორც მაცნობეს, რომ მე მელოდებიან პარლამენტის დეპუტატები და ადვოკატები, რომელთაც ხელთ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი თბილისში, ჩამოვედი, მოვედი სამინისტროში, რომ მათთან მქონოდა შეხვედრა. სამწუხაროდ, არ დამხვდა არავინ, რომ ჩამებარებინა გადაწყვეტილება და დამეწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურების აღსრულება", - განმარტა მინისტრმა.

 

 

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრი ვერავის ვერ ათავისუფლებს, ამისთვის არის სპეციალური პროცედურები, რომელიც დადგენილია კანონით.

 

 

"კანონს მინისტრი ვერ დაარღვევს ვერც აქეთა მხარეს და ვერც იქითა მხარეს. პროცედურა არის შემდეგი: თუ გადაწყვეტილება ჩაბარდა მხარეს, მხარე მიიჩნევდა, რომ უნდა მოსულიყო ჩვენთან, ის უნდა ჩამბარებოდა მე, ან კანცელარიას. ვინაიდან იყო გვიანი და კანცელარია არ იყო, მე ამიტომ გამოვცხადდი, რათა პირადად ჩავიბარო. მე ვალდებული ვარ მხარის მიერ მოწოდებული გადაწყვეტილება გადავამისამართო გადაწყვეტილების მიმღებთან. მინისტრი არ ათავისუფლებს და არ იჭერს არავის. მინისტრი არის ამ უწყების ხელმძღვანელი, გადაწყვეტილებას პირის გათავისუფლების თაობაზე იღებს იმ ციხის დირექტორი, რომელშიც განთავსებულია პატიმარი, რომელზეც საუბრობენ, რომ უნდა გათავისუფლდეს. მაგრამ ამავდროულად არის პროცედურები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც უნდა გათავისუფლდეს ან არ გათავისუფლდეს. გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩვენ არ ჩაგვბარებია. თავად საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ის არ აგზავნის გადაწყვეტილებას ჩვენს სამინისტროში. ბუნებრივია, ის გადაწყვეტილება, რომელიც მოვიდოდა ჩემთან, მე უნდა მიმეცა ციხის დირექტორისთვის, რათა მას შეესწავლა გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითებები და ამის საფუძველზე მიეღო კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.ამ შემთხვევაში მე არ მაქვს საშუალება ჩავიბარო გადაწყვეტილება, დავიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს განხილვა კონკრეტულად თუ რას ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლო და არ მაქვს საშუალება ეს გადაწყვეტილება მივიტანო იმ პირამდე, რომელსაც უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება. გათენდება, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და შემდგომში ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

მისივე განმარტებით, საკონსიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო მიმართული კონკრეტული ადამიანის გათავისუფლება-არგათავისუფლებაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობაზე. "ეს გადაწყვეტილება მე არ მინახავს. გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები. გამოცხადებას არ ესწრებოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. თუმცა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში, საინფორმაციოებში გამოქვეყნდა გადაწყვეტილების ნაწილები, ბუნებრივია მე დავინტერესდი და როდესაც მითხრეს, რომ სამინისტროში არიან ადვოკატები, რომლებასც ხელთ აქვთ ბეჭდით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილება, მე ამიტომ მოვედი, რომ ეს გადაწყვეტილება ჩამბარებოდა. სამწუხაროდ, მე ეს გადაწყვეტილება ვერ ვნახე. თუმცა, როგორც კი გადაწყვეტილება ჩვენამდე მოვა, ჩვენ დავიწყებთ კანონით დადგენილ პროცედურებს, გავეცნობით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და შემდგომში მივიღებთ კანონით დადგენილ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი