საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გაგრძელების მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად იქნება მიღებული.
„სპეკულაციები მთლიანად რომ ამოვწუროთ, საარჩევნო კანონმდებლობა და საკონსტიტუციო ცვლილებებიც, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა გრძელდება ერთი თვით, აუცილებლად იქნება მიღებული. ამ დროისთვის ასეთი გეგმა არსებობს და მას საფრთხე არ ემუქრება, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, შესაძლოა ჩვენ მოგვიწიოს დამატებითი სხდომების გამართვაც ივნისში ან ივლისის დასაწყისში, თუმცა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, დარწმუნებული ვარ, თუ ყველა იმ პირობას დავიცავთ, რომელიც დღეს არის საჭირო, ჩვენ შევძლებთ ამ ცვლილებების მიღებასაც და არჩევნებს ჩავატარებთ კონსტიტუციით დადგენილ დროს. ასე რომ, ამ კუთხითაც სპეკუალციებს ნუ ექნება ადგილი. თუ რაიმე კონკრეტული საფრთხე იქნა, რომ ეს კალენდარი უნდა შეიცვალოს, კარგად იცის ოპოზიციამ, რომ ჩვენ მათთან საუბრის პრობლემა არ გვაქვს და მათ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით. ეს ყველაფერი მოხდება შეთანხმებით და დღეს მე მგონი არ არის ის დრო, როდესაც პოლიტიკურ საკითხებზე უნდა ვილაპარაკოთ“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.