(GUARDIAN.GE) - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიო ფართომასშტაბიანი „ბიბლიური“ შიმშილობის რისკის ქვეშაა.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბეისლიმ განაცხადა, რომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო, გადაუდებელი და ბრძნული ქმედებებია საჭირო.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის სურსათის კრიზისზე მეოთხე ყოველწლიური გლობალური მოხსენების თანახმად მოშიმშილეთა რაოდენობა შესაძლოა თითქმის გაორმაგდეს და 135 მილიონიდან 250 მილიონზე მეტი შეადგინოს.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის განცხადებით, ყველაზე მეტი რისკის ქვეშ 10 ქვეყანაა, რომლებზეც გავლენა კონფლიქტმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და კლიმატის ცვლილებამ იქონია. ეს ქვეყნებია - იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.