დავით ზალკალიანი: „არ მაქვს იმის ილუზია, რომ რაც არ უნდა დიდ წარმატებას მივაღწიოთ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ოპოზიციის მხრიდან იქნება აღიარებული“
22-04-2020, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მთავრობის ქმედებების შეფასებებზე საუბრისას აღნიშნა რომ ოპოზიცია სახელმწიფოს წარმატებას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარ მარცხად აღიქვამს.

 


„რასაკვირველია ისინი არც და ვერც შეამჩნევენ ამ წამტარებას, რადგან ხელისუფლების წარმატება მათი მხრიდან აღქმულია მათ მარცხად და არა ქვეყნის წარმატებად. ამიტომ, სწორედ ამ კონტექსტში უყურებენ ისინი პროცესებს და რაც არ უნდა დიდ წარმატებას ან გარღვევას მივაღწიოთ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს იქნება მიღებული და აღიარებული. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. იგივე, ის ხელშესახები შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან დღემდე აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში ხდება მათი მხრიდან ამის წარმოჩენა” - განაცხადა ზალკალიანმა.

 


საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად ოპოზიციის ასეთი მიდგომისა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებსა და იმ პროცესებს შორის რაც იყო მანამდე, როგორი იყო საქართველო და თუნდაც როგორ ხდებოდა ქვეყნის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.

 

 

„მიუხედევად იმისა, თუ რას ამბობენ ისინი [ოპოზიცია], ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ეს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს. ეს ასე ვთავთ წასული ოპერიდან არის და ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ, მიზანი გვაქვს, საითკენ მიდის ქვეყანა და ამ მიზანს თანმიმდევრულად გავუყვებით მომავალშიც,“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი