ეს ერთი თვე ვნახეთ სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები, ლეგიტიმური მიზეზის გამო, მაგრამ აბსურდული შეზღუდვები. ცოლ-ქმარს აჯარიმებდნენ ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის და რელიგიურ ფანატიკოსებს აძლევდნენ საშუალებას, რომ მაღალი რისკები შეექმნათ საკუთარი თავისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის. როცა გაუგებარი იყო, რატომ ხურავდნენ ერთ ბიზნესს და მეორეს არა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის მხარს არ დაუჭერს.
„როგორ ეხმარება ეს ქვეყანას, როდესაც ეს პირიქით, უმძიმებს ვითარებას ყველაზე გაჭირვებულ ან მშრომელ ადამიანებს. რა არის 9 საათის შემდეგ კომენდატის საათის გამართლება? არაფერზე პასუხი არ გვაქვს, არ გვაქვს ეკონომიკური გეგმა არც გადასახადების დაწევაზე, არც პირდაპირ დახმარებაზე, არც საპენსიოს დაბრუნებაზე, ამ ვითარებაში ჩვენ ამას მხარს ვერ და არ დავუჭერთ“, - განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.