რუმინელების საშუალო ხელფასი თვეში 600 ევროს შეადგენს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 6-ჯერ მეტია. როგორც BBC იუწყება, ხელისუფლებამ მხოლოდ ერთ თვეში 200 000 ჯარიმა გამოწერა და საერთო ჯამში მოსახლეობიდან უკვე 78 მილიონი ევრო ამოიღო.
დაჯარიმებულთა შორის ქვეყნის დედაქალაქის, ბუქრესტის მერი რობერტ ნეგოიტაცაა, რომელიც საზოგადოებრივ პარკში ველოსიპედით გადაადგილების გამო დაჯარიმდა.
რუმინეთში მოქალაქეებს მხოლოდ სამუშაოზე მისვლა და ყველაზე აუცილებელი საყიდლებისთვის გადაადგილება შეუძლიათ, თან მხოლოდ დღის განმავლობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.