ჩილეს ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "ბიბისის" ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 8,3 მაგნიტუდა შეადგინა. ამ დროის მონაცემებით, ინფორმაცია ხუთი ადამიანის დაღუპვაზე ვრცელდება, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. სანაპირო რეგიონებიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მიწისქვეშა ბიძგებმა ხუთ მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია, რის გამოც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ჩილეს, პერუს, ჰავაის და კალიფორნიის სანაპიროებთან. ამას გარდა, სტიქიას მოჰყვა ნგრევაც.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ილიაპელიდან 55 კილომეტრში 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. იყო განმეორებითი ბიძგებიც, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
AFP
Reuters
AP
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.