პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს პასუხი „რას უპირებენ მილიონამდე უმუშევრად დარჩენილ ადამიანს“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძლების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
„არ ჰქონდათ იმის ზურგი, რომ მოსულიყვნენ პარლამენტში და პირნათლად ეთქვათ ხალხისთვის, რას უპირებენ მილიონამდე უმუშევრად დარჩენილ ადამიანს, რას უპირებენ იმ ხალხს, რომელსაც, ფაქტობრივად, ამ ერთი თვის განმავლობაში, ამოეწურება ყოველგვარი საარსებო რესურსი. ეს პასუხი ვერ მივიღეთ ჩვენ ისევე, როგორც ბიზნესთან დაკავშირებით. ამიტომ, არ დავუჭირეთ მხარი, არ მივიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში და არ გავიზიარეთ პასუხისმგებლობა“, განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.