ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების პლაკატებზე წერია: "პაპუაშვილი - ნაცისტების ადვოკატი", "პაპუაშვილი - უგულავას და ბოკერიას მონა", "ზონდერი მოსამართლე" და სხვა.
აქციაზე 20-მდე ადამიანია შეკრებილი. როგორც უფლებადამცველმა, თამაზ ბაკურაძემ აქციაზე განაცხადა, გიორგი პაპუაშვილის კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომაა ის, რომ უკანონოდ ცხოვრობს სახლში, რომელიც ასლან აბაშიძის გუნდის წევრს წაართვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საკნონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.