თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში საკარანტინე პირობები დაწესდა
23-04-2020, 14:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გადაადგილების მკაცრ შეზღუდვას თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად აკონტროლებენ. ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალი იმერეთის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საკონტროლო პუნქტები დღეს დილიდან მოეწყო. III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სამართალდამცავებთან ერთად ღვანკითში გადაადგილების შეზღუდვის 5 პუნქტი მოაწყვეს.

 

 

სამხედროების მთავარი ამოცანა შსს-ს ძალებთან კოორდინაციით ავტომანქანების მოძრაობის კონტროლია. სოფელში შესვლა დღეიდან მხოლოდ პირველი დანიშნულების ავტომანქანებს შეუძლია. ძირითად საგუშაგოზე სამხედროები ავტომანქანების დეკონტამინაციასა და მგზავრთა თერმოსკრინინგსაც ატარებენ.

 


კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სამოქმედო არეალში აქტიურადაა ჩართული. დღეის მდგომარეობით სარდლობის ქვედანაყოფები 46 ჩექპოინტზეა მობილიზებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი