თბილისთან მოსაზღვრე დასახლებების მცხოვრებლებს დედაქალაქის რაიონების გამგებლები ეხმარებიან
23-04-2020, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისთან მოსაზღვრე და მასთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში მყოფი დასახლებების (ლისი, წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, კიკეთი, მსხალდიდი, წყლულეთი, მუხათგვერდი, ბევრეთი) მცხოვრებლებს თბილისის ტერიტორიულად მომიჯნავე გამგეობის წარმომადგენლები ეხმარებიან. 

 

 

საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სოფლის რწმუნებულებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტში არიან. გამგეობების წარმომადგენლები ადგილობრივებს ეხმარებიან როგორც საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგებაში, ისე დროებითი საშვების გაცემის თვალსაზრისით. 

 

 

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში, თბილისს შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ. 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი