დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილმა მუშაობა განაახლა. ასევე ნაწილობრივ ფუნქციონირებს ფოთის ბაზარი. აღნიშნულის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია აცხადებს.
„აღდგომის დღესასწაულამდე ფოთისა და ზუგდიდის ბაზრები ფუნქციონირებდა და სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იყო, ითვალისწინებდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს, დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადგომამდე როგორც ფოთში, ასევე ზუგდიდში მივიღეთ დიდი დატვირთვა. გარე პერიმეტრზე შეუძლებელი შეიქმნა დისტანციის დაცვა. დღეის მდგომარეობით, ვინაიდან მსუბუქი ავტომანქანების შეზღუდვა ძალაშია, დატვირთვა ბაზრებში შესაბამისად მინიმალურია. ამდენად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, დაიწყოს ფუნქციონირება როგორც ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა, ასევე ზუგდიდის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა. პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების ზედამხედველობის სამსახურები მობილიზებულია და ამჯერად მდგომარება არის კონტროლირებადი“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.