თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ქვეყანა მუდმივად ვერ იქნება და ვინაიდან ნაკლებია მოლოდინი, რომ ინფექცია მალე სრულიად გაქრება, უნდა გვქონდეს ინფიცირებულთა რაც შეიძლება მცირე რაოდენობა, რათა გადადებისა და ახალი ინფექციების სიხშირე დიდი არ იყოს.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ეპიდემიის პირველი ნიშნები უკვე ჩანს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ აღარ აღინიშნება შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება - ეს ძალიან სპეციფიკური გამონათქვამია და მართლაც სწორად უნდა იქნას გაგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც ინსინუაციების წყარო გახდეს.
შესაძლოა, ყველას თავისი ვერსია ჰქონდეს, ჩემი ვერსია ასეთია – ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში არის ათასობით ახალი ავადმყოფი, ასეულობით და ათასობით გარდაცვლილი.
საბედნიეროდ, ჩვენთან ბოლო რამდენიმე ათეული ინფიცირებულია, თანაც ბოლო დღეებში მოიკლო. სულ ხუთი გარდაცვლილი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვია გარდაცვლილების. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ამ დონეზე. შეიძლება, მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საკარანტინო მოთხოვნებს, რომლებიც ცალკეულ რეგიონებში მოქმედებს, ზოგან მკაცრად, ზოგან ნაკლებად მკაცრად. ამიტომ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, ამას ნიშნავს ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად, – რაც შეიძლება მცირე რაოდენობა უნდა გქვოდნეს ინფიცირებულების, რათა გადაცემათა და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი“ ,- განაცხადა ცერცვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.